რატომ ვყიდით Mycorner-ზე მხოლოდ ხარისხიან უძრავ ქონებას?
“ხარისხიან ბინაზე“ უმეტესობას პირველ რიგში სამშენებლო მასალები ახსენდება - რა ბლოკით არის აშენებული, როგორი რემონტი აქვს ბინას ან რა მასალაა გამოყენებული ინტერიერში.
ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის ხარისხი სულ სხვა რამეა. ხარისხიანი უძრავი ქონება პირველ რიგში ის არის, რომელზეც ზუსტად ვიცით ყველაფერი. ვიცით, რომ იურიდიული საკითხები მოწესრიგებულია, კომუნიკაცია გვაქვს იმ ადამიანთან, ვისაც ნამდვილად აქვს ქონების გაყიდვის უფლება, ვიცით ბინისა და კორპუსის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და ნებისმიერ კითხვაზე პასუხი მზად გვაქვს.
სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ექსკლუზიური პრინციპით.
როცა ერთსა და იმავე ქონებას ერთდროულად რამდენიმე რეალტორი ყიდის, ძალიან ხშირად ბინის შეძენის მსურველს სხვადასხვა განცხადებაში სხვადასხვა ინფორმაცია ხვდება. ზოგან ფასი განსხვავდება, ზოგან ფართობია არასწორი, ზოგან კი უბრალოდ მნიშვნელოვანი დეტალები იკარგება. საბოლოოდ ყველაზე მეტად სწორედ მყიდველი ზარალდება - მას არასრული ან არაზუსტი ინფორმაცია ხვდება.
ჩვენთვის კი ხარისხი სწორედ ამ ქაოსის თავიდან აცილებას ნიშნავს.
ყველაფერი იწყება იმ მომენტიდან, როცა პირველად ვხვდებით მესაკუთრეს. ჩვენი საქმე მხოლოდ ბინის დათვალიერება კი არ არის, ჩვენ სრულად უნდა გავიგოთ ქონების ისტორია, მისი ყველა მახასიათებელი და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მესაკუთრის მიზანიც. რატომ?
რადგან ამ დროს როცა ზუსტად იცი, რა უნდა ადამიანს და ფასზე მოლაპარაკებაც ბევრად ეფექტურად მიდის. საბოლოოდ კი ეს პროცესი უფრო მარტივი ხდება და უფრო გამჭვირვალე ორივე მხარისთვის.
თითქმის ყველაფერი იყიდება, თუ მისი ღირებულება რეალურია, ჩვენც სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ფასის სწორად განსაზღვრას.
ამ პროცესში ხშირად საბანკო შეფასებებსაც ვიყენებთ. ადამიანებს ბუნებრივად უფრო მეტი ნდობა აქვთ შეფასების მიმართ, როცა მას ბანკიც ადასტურებს. ბანკი საკუთარ მეთოდოლოგიას იყენებს, ეყრდნობა უკვე გაყიდული ქონებების მონაცემებს და ბაზარს სხვადასხვა კუთხით აფასებს. ეს კი საშუალებას გვაძლევს, საბოლოო ფასი კიდევ უფრო რეალისტური იყოს.
საბოლოოდ, ჩემთვის უძრავი ქონების ხარისხი იწყება სწორად შეგროვებული ინფორმაციით, რეალისტური ფასით, გამართული კომუნიკაციით და იმით, თუ რამდენად სწორად ვუსვამთ ხაზს იმ დეტალებს, რომლებიც კონკრეტული მყიდველისთვის მართლაც მნიშვნელოვანია.
ხარისხს ყველასთვის განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ვიღაცისთვის ის მდებარეობაა, ვიღაცისთვის - არქიტექტურა, სხვებისთვის ეს შეიძლება იყოს დაგეგმარება ან სიმშვიდე. ამიტომ, ხარისხს სწორედ აღქმა ქმნის, ჩვენი საქმე კი ის არის, რომ ეს აღქმა ზუსტ ინფორმაციასა და რეალურ ღირებულებაზე იყოს დაფუძნებული.
ქეთი გეწაზე, უძრავი ქონების მართვის კომპანიის Mycorner.ge-ის ექსპერტი.

